Sunday, October 20, 2013

იანუზაი – ყველაზე მაღალანაზღაურებადი თინეიჯერი “ემიუს” ისტორიაში


“მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში, ადნან იანუზაიმ ყველაზე დიდი “თინეიჯერული” კონტრაქტი გააფორმა.

ბრიტანული პრესის ცნობით, 18-წლის ფეხბურთელი, ხელფასის სახით, ხუთ მილიონ ფუნტს მიიღებს. იანუზაის ყოველკვირეული ანაზღაურება 60 ათასი ფუნტი იქნება, გარდა ამისა, გაფორმებული კონტრაქტის გამო, ბონუსის სახით, იგი დამატებით 20 ათასს მიიღებს.

ასე და ამგვარად, ადნანი უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე მის ასაკში, თავის დროზე, კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი, დენი უელბეკი, ფილ ჯონსი და ტომ კლევერლი გამოიმუშავებდნენ.

“კარგია, ახალი შეთანხმების გაფორმება ისეთ კლუბთან, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”. აქ გატარებულ პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო”, – თქვა იანუზაიმ, “ემიუსთან” გაფორმებული ახალი კონტრაქტის შემდეგ.

No comments: