Friday, June 21, 2013

სუარესმა შესაძლოა “ნაპოლიში” კავანი შეცვალოს


ურუგვაის ეროვნული ნაკრების მოთამაშეს, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიაში გადაბარგების შესაძლებლობა ექნება.

მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან “ნაპოლის” რაფა ბენიტესი უხელმძღვანელებს. თუმცა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ ზაფხულს, ედინსონ კავანი სამუშაო ადგილს შეიცვლის, რომლის შეძენითაც მადრიდის “რეალის”, ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ინტერესდებიან.

როგორც Mirror იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა თავდასხმის ხაზის პრობლემის მოგვარების გამოსავალი იპოვა: ამ შემთხვევაში, საუბარი ლუის სუარესზეა, რომელიც მუდმივად ევროპის ლიგაზე თამაშით დაიღალა და სიტუაციის შეცვლა სურს.

ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ისინი კავანის გაშვების შემდეგ, სუარესისთვის საჭირო თანხას მიიღებენ. რაც შეეხება კონკურენციას, მათ ლუისის შეძენაში ხელს “სამეფო კლუბი” შეუშლის.

No comments: